"პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი" — იღუმენია თამარ გამყრელიძე

ეს პერსონა

"პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი", — ასე გამოეხმაურა იღუმენია თამარ გამყრელიძე მეუფე პეტრეს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ილია მეორე "პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვითაა" შეპყრობილი.

მისივე თქმით, მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ, მისივე დასჯით დამთავრდა.

"საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები. ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა... ახლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!" — წერს იღუმენია.

"საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის", — განაცხადა დღეს, 31 ოქტომბერს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, მამათმავლობის მხილების გამო პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

 

2
3
11
13
35
კომენტარები
ეს პერსონა
Top