"იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან" - რა ხდებოდა სინამდვილეში წმინდა სინოდის სხდომაზე

ეს პერსონა

 სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მეუფემ განაცხადა, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას სინოდის სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რადგან "უხამსად" იქცეოდა. 

"კიდევ ერთი ტყუილი თქვა მეუფე პეტრემ, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა, ჩვენ იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდებინა და გაგვეყვანა. მან უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. საერთოდ მხილება განსხვავდება ცილისწამბისაგან, იმით რომ მხილების დროს ჯერ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და შემდეგ დასკვნა წარმოდგენილი. ეს არ არის ღირსეული საქციელი" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის გადაწყვეტილებით მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე", - განახადა მეუფე პეტრემ. 

0
1
5
4
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top