მეუფე ნიკოლოზი: მეუფე იაკობმა შენდობა ითხოვა, ის რჩება ეპარქიის მმართველად

ეს პერსონა

მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებისთვის შენდობა ითხოვა, წმინდა სინოდისგან  კი გაფრთხილება მიიღო, რომლის შესახებაც განჩინების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ მეუფემ, საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა. 

"მეუფე იაკობმა დღეს გამოიჩინა ძალიან დიდი სულიერება, გადადგა ქორეპისკოპოსის და საფინანსო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან. გარდა ამისა, მეუფე იაკობმა პატრიარქს უთხრა ძალიან სერიოზული აღსარება, რომლის შესახებაც არავითარი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება და ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top