"ვუთხარი, რომ მოვიყვანდი მოწმეებს რითაც ჩემი ბრალდება დამტკიცდებოდა" - პეტრე ცაავა სკანდალური ბრალდების მოწმეებზე საუბრობს

ეს პერსონა

ეს განწყობა და ინფორმაცია სინოდზე შესვლამდე მქონდა და ვთქვი, რომ პილატეს სასამართლოსთვის მზად ვიყავი, - ამის შესახებ ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტმა პეტრემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. ცაავამ სკანდალური განცხადების შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ჰყავს არაერთი მოწმე, რომელიც მის ბრალდებას დაადასტურებს.

"მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება.

მე ჟურნალისტურად არ ვაპირებ ამას. მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა, ახლაც გამაჩნია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის, საუბედუროდ რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა და ა.შ. თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული.

მე ვითხოვ შენდობასა და პატიებას, თუ ვინმე ბრკოლდება, მაგრამ მე ვარქმევ ამას სახელს, ვუთხარი, რომ მოვიყვანდი მოწმეებს რითაც ჩემი ბრალდება დამტკიცდებოდა. შევთხოვ უფალს, გაჯანსაღდეს ეკლესია. ეს არის შეუქცევადი პროცესი“- განაცხადა მეუფე პეტრემ.,"- განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

1
2
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top