შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

ფონიჭალაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, გურამ იორდანიშვილის უმწეო მდგომარეობაში მკვლელობაში ბრალდებული ვიტალი გრივვა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად დამნაშავედ სცნეს. დაცვის მხარემ, მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ხედავს  ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან შეუსაბამობას,  ვერდიქტი გააუქმდეს. შუამდგომლობა მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ არ დააკმაყოფილა. გრივვას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

შეგახსენებთ, გურამ იორდანიშვილი ფონიჭალაში 2019 წლის 4 თებერვალს მოკლეს. მას სახისა და გულ-მკერდის არეში 25 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top