იღუმენია თამარ გამყრელიძე: სირაქლემას როლში არის ამდენი ხანია მთელი სინოდი

ეს პერსონა

იღუმენია თამარ გამყრელიძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქი მხილებულია რაღაც-რაღაც ზნეობრივ გადაცდომებში და რომ სინოდი სიაქლებას როლშია.

"საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქი არის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის, რომელიც მხილებულია რაღაც - რაღაც ზნეობრივ გადაცდომებში და მე პირადად ვისურვებდი, აქამდე არ მისულიყო ეს მდგომარეობა და შიგნით გამოსწორებულიყო, რასაც ცდილობდა წლების მანძილზე მეუფე პეტრე, მაგრამ ეს არ ინება სინოდმა, მეუფე პეტრემ პირად საუბრებში ვერ მოაგვარა ეს საკითხი, დღეს დააყენა საკითხი სინოდზე, რომ ეს პრობლემა როგორმე გადაწყვეტილიყო რჯულის კანონით მიხედვით და რა გითხრათ, სადღა უნდა წასულიყო მეუფე, ვის უნდა მიმართოს, რომ ეს პრობლემა გამოსწორდეს ეკლესიაში.

წახალისებულია ყველა ცოდვა ჩვენს ეკლესიაში, მრევლი ეკლესიაში აღარ დადის სირაქლემას როლში არის ამდენი ხანია მთელი სინოდი, ყველაფერი თავზე დაემხოთ. რამდენიმე მღვდელმთავრის გამოსვლას მოვუსმინე და ძალიან გულნატკენი ვარ, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სწაამთ ღმერთის არსებობის?"- განაცხადა იღუმენმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში.

3
2
12
11
46
კომენტარები
ეს პერსონა
Top