გიორგი გახარიას ვიზიტი თურქეთში - საქართველო და თურქეთი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდა

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მათ შორის გიორგი გახარია თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდა.

  • საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას შედგა.
  • პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა.
  • გიორგი გახარიასა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო ენერგეტიკისა და ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე - ტურიზმისა და კულტურის სექტორში არსებული ერთობლივი პროექტები.
  • მოლაპარაკებების შედეგად, ასევე გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე, ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. 
  • თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის და დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა.

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top