25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში დღეს კონფერენცია გაიმართება

ეს პერსონა

დღეს, 1 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კონფერენცია "ღია მმართველობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" გაიმართება. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ. ექვსი მუნიციპალიტეტი კი მათ მიერ შემუშავებულ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიებსა და შესაბამის მეთოდოლოგიას წარადგენს. 

კონფერენციის მონაწილეებს მიმართავენ თბილისის მერი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, UNDP-ის ხელმძღვანელი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით.  

ვრცლად ღონისძიების შესახებ: https://www.facebook.com/events/776009206171310/


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top