საქართველოს პარლამენტში ბალტიის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ეს პერსონა

დღეს, 1 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტების აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი იქნება თანამშრომლობის თაობაზე იდეების გაცვლაზე. ასევე, გაიმართება ელექტრონული სწავლების (E-Learning) პრეზენტაცია.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი, ესტონეთის პარლამენტის (Riigikogu) აპარატის უფროსი, ლატვიის პარლამენტის (Saeima) აპარატის უფროსი და ლატვიის პარლამენტის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ბიუროს უფროსი მიიღებენ.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top