ზესტაფონში ზაფხულამდე 25 000 ხე დაირგვება

ეს პერსონა

ზესტაფონში, შემოდგომიდან გაზაფხულამდე, 25 000 ხე დაირგვება. ხეების დარგვაზე პასუხისმგებლობა კომპანია "ჯოჯიან მანგანეზმა" აიღო. 

"25 ათასზე მეტი ხე შეემატება. უთხარით თქვენს მეზობლებს, ახლობლებს, ყველას ვისაც სურს ამ საშვილიშვილო საქმეში ჩაერთოს, მოგვმართონ ჩვენ და რამდენი ხის დარგვასაც ისურვებენ, უსასყიდლოდ იმდენ ნერგს მივაწვდით"- ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი, "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი.

გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში 5 ათასი იფნისა და აკაციის ნერგი კომპანიამ სხვადასხვა საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს უკვე გადასცა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top