სალომე ასათიანი: არაჰეტეროსექსუალური ადამიანების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში საპატრიარქოს დიდი როლი აქვს შესრულებული

ეს პერსონა

ჟურნალისტი სალომე ასათიანი საკუთარ Facebook გვერდზე საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული სიძულვილის გაღვივებაში არაჰეტეროსექსუალი ადამიანების მიმართ. 

"ხოლო ამ სიძულვილს ბევრისთვის აქვს ცხოვრება, არსებობა, თავისუფლად სუნთქვა მოწამლული და გამწარებული. მათი "უმძიმესი" ამბავი და დანაშაული 2013 წლის 17 მაისი იყო, და არა ის, დღეს რაც იღვრება სინოდიდან და ტელეეთერიდან. სიძულვილი შობს სიძულვილს, შანტაჟი - შანტაჟს. და სწორედაც ირონიულად ლოგიკურია, რომ ახლა მათ წიაღში "აფეთქდა" ეს თემაც, სიძულვილიც და ფობიაც. კარმა ოხერია. მაგრამ ოდესმე უნდა გავარღვიოთ ეს მართლა პერვერსიული და საზიზღარი წრე. პირადი ცხოვრების, ინტიმური სივრცის, სექსუალობის გამოყენება, ამით მანიპულაცია ძალაუფლებრივ ომებში და ტახტებისთვის ბრძოლებში - სასულიერო "ტახტები" იქნება ეს თუ საერო-პოლიტიკური. საამისოდ ერთადერთი გზა ნაკლები სიძულვილია. მეტი მიმღებლობა და - თუ გნებავთ და ვისაც გნებავთ - მეტი ქრისტიანობა" - წერს ასათიანი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top