აკაკი ბობოხიძე: საქართველოს პატრიარქმა საოცარი მასტერკლასი ჩაუტარა ხელისუფლებასა და ოპოზიციას

ეს პერსონა

აკაკი ბობოხიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს პატრიარქს დიდი პოლიტიკოსი უწოდა და თქვა, რომ მიუხედავად მისი ასაკისა მან  საოცარი მასტერკლასი ჩაუტარა, ხელისუფლებით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული ყველას.

"დღეს ერთადერთმა კაცმა, ვინც კიდევ ერთი სერიოზული გამარჯვება მოიპოვა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გონიათ დაბერდა, საქართველოს პოლიტიკაში იყო ყველაზე დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკურად მოთამაშე ტიპი და დღესაც ისეთივეა, მიუხედავად მისი ასაკისა. საოცარი მასტერკლასი ჩაუტარა, ხელისუფლებით დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული, თავისი პრორუსული თუ პროდასავლური მიმდინარეობებით, სასაცილოდ არ მყოფნის დაწყებული გახარიადან, დამთავრებული პოლიტიკოსების 80%-ის ფარისევლური ვითომ მხარდაჭერა. დღეს პატრიარქმა დაამარცხა ყველა, დღეს პატრიარქმა რა უთხრა ხელისუფლებას? პატრიარქმა მეუფე იაკობი კი არ გადააყენა, რომელიც ხელისუფლებას სდებს ბრალს,  მეუფე იაკობმა საპატრიარქოზე შეტევაში ბრალი დასდო ხელისუფლებას, არც სააკაშვილისთვის დაუდია ხელი და არც ბოკერიასთვის. მეუფე იაკობს დანაშაულად ჩაუთვალეს ფორმა როგორც ლაპარაკობდა, შინაარსზე არავის არაფერი უთქვამს.  მან კაცი, რომელიც მას უქმნიდა პრობლემას, ერთ წამში მოხსნა, სინოდის საერთო გადაწყვეტილებით, ვისაც პრეტენზია ჰქონდა ხელისუფლებასთან და ვისთანაც ხელისუფლებას ჰქონდა ის დატოვა. დღეს ვინ ტიროდა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეტევაზე? გახარია, რომელსაც მეუფე იაკობი ბრალს სდებს საპატრიარქოზე შეტევაში. ივანიშვილის მიერ ეკლესიის მშენებლობა არაფერს ნიშნავს, შაჰ-აბასმაც კი გამოუგზავნა სვეტიცხოველს შემოწირულობა,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძის თქმით, ეკლესიაში არის პრობლემები და ეკლესია რაც უფრო გახსნილი იქნება მისთვის იქნება უკეთესი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top