მსოლფიოში ყველაზე ძვირადღირებულ რელიგიურ ძეგლებს შორის 6 იესოს ქანდაკებაა

ეს პერსონა

მსოლფიოში ყველაზე ძვირადღირებული რელიგიური ძეგლების ათეული შეადგინეს. ხოლო ამ ათეულიდან 6 ადგილს იესოს ქანდაკებები იკავებს.

  • ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკების ღირებულება 3.5 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ქანდაკება მსოლფიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთია და იგი ბრაზილიის სიმბოლოა. მონუმენტის აშენებას 9 წელი დასჭირდა. 
  • პოლონეთში მეფე-ქრისტეს მონუმენტის საერთო ღირებულება 1.5 მლნ დოლარს შეადგენს. იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქრისტეს ქანდაკებად ითვლება. მონუმენტი 5 წლის განმავლობაში შენდებოდა და მისი მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თანხა ხალხის შემოწირულობებისგან შეგროვდა.
  • პორტუგალიაში მეფე-ქრისტეს მონუმენტის აშენება პოლონეთის მსგავსად 1.5 მლნ ამერიკული დოლარი დაჯდა. მონუმენტის გაკეთების იდეა მე-2 მსოფლიო ომის დროს გაჩნდა. მაშინ პორტუგალიის კარდინალებმა განაცხადეს, რომ თუ ქვეყანა ომისგან დაცული იქნებოდა ისინი იესოს საპატივცემულოდ უზარმაზარ ქანდაკებას  დადგამენ. 
  • ბოლივიაში ქრისტო-დე-ლა კონკორდიას მონუმნტის აშენება ასევე 1.5 მლნ ამერიკული დოლარი დაჯდა. თავის დროზე იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტეს ქანდაკებად ითვლებოდა.  
  • პერუს კი წყნარი ოკეანის ქრისტეს მონუმენტის დადგმა 1 მლნს ამერიკული დოლარი დაიჯდა. ძეგლის გაკეთება პრეზიდენტ ალან გარსიას პირადი სურვილი იყო და მან თავის დროზე მონუმენტის ასაშენებლად პირადად $37 000 გამოყო.
  • ძვირადღირებული იესოს ქანდაკებების ექვსეულშია ინდონეზიაც. აზიაში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების საერთო ღირებულება 540 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ყველაზე ძვირადღირებულ რელიგიურ ძეგლების ჩამონათვალში დარჩენილ ოთხ ადგილს იკავებს მარია დე სოკავონის ქანდაკება (ღირებულება 1.3 მლნ ამერიკული დოლარი), ლოტოსის ტაძარი (ღირებულება 20 მლნ ამერიკული დოლარი), ჰადლგრიმსკირკიას ტაძარი (ღირებულება 25 მლნ ამერიკული დოლარი) და გიგანტური ბუდა (ღირებულება 33 მლნ ამერიკული დოლარი).

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top