პეტრე ცაავა ეპარქიაში რჩება და მეუფე გრიგოლის ჩასვლას ელოდება

ეს პერსონა

"ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. სამომავლოდ რასაც გადავწყვიტავ, გაიგებთ თქვენც" - ამბობს ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა.

ცაავა მარტვილის ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ შეცდომა არ დაუშვან.

"სასულიერო პირებს მოვიწოდებ არ დაუშვან შეცდომები და განსაცდელი ღირსეულად ავიტანოთ. ბერულად აღვესრულოთ და სული გადავირჩინოთ, რაც, პირველ როგში, გამოიხატება ქრისტეს სიყვარულში, წმინდა სახარებისა და მამების მორჩილებაში და არა კონკრეტული ადამიანისა, რომელიც აცდენილია სახარებას", - განაცხადა პეტრე ცაავამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top