ვინ არის „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი მეთაური?

ეს პერსონა

ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი მეთაური ჰყავს. მისი სახელია აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ქურაში, რომელიც  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შეცვლის.
ალ-ჰაშემის პიროვნება აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურისთვის უცნობია და ვარაუდობენ, რომ ეს ფსევდონიმია.
„ისლამური სახელმწიფოს“ მესენჯერ პლატფორმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბევრი არ უწერია ახალი ლიდერზე, არც ფოტოა გამოქვეყნებული. თუმცა მითითებულია, რომ ალ-ჰაშემი  „ვეტერანი ჯიჰადისტია“, რომელიც წარსულში იბრძოდა აშშ-ს წინააღმდეგ.
სახელი ალ-ქურაში იმას მიანიშნებს, რომ ტერორისტული დაჯგუფების ახალი ლიდერი მოციქულ მოჰამადის ქურაშის ტომიდანაა, რაც არქაული სუნიტური სწავლებებით აუცილებელი პირობაა ჰალიფის წოდების მოსაპოვებლად.
ახალი ლიდერის გამოცხადებამდე ჯიჰადისტთა მედიის სპეციალისტმა მინა ალ-ლამიმ ბიბისის განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი მეთაური არ იქნებოდა „ქურაში“, ეს „ხალიფატის დასასრულზე“ მიანიშნებდა. 
ცნობისთვის, კვირას ცნობილი გახდა „ისლამური სახელწმიფოს“ ლიდერის აბუ ბაქ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ. აშშ-ის სამხედროები მისი ლიკვიდაციის ოპერაციას ატარებდნენ სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთში, რა დროს ტერორისტთა მეთაური გვირაბში შევიდა და თავი აიფეთქა.
 

Islamic State group names new leader after Abu Bakr al-Baghdadi was killed in a US raid https://t.co/tvOUJ3CxMi

— BBC Breaking News (@BBCBreaking) October 31, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top