დონალდ ტრამპმა მშობლიური ნიუ-იორკი მზიან ფლორიდაზე გაცვალა - როგორ გამოიყურება აშშ-ის პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდას მკვიდრი გახდა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მან მშობლიური ნიუ-იორკი დატოვა.
„1600 Pennsylvania Avenue, თეთრი სახლი - ადგილი, რომელიც შევიყვარე და იმედია, ასეც დარჩება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, როცა ამერიკას ისევ დიდებულს გავხდით, მაგრამ მე და ჩემი ოჯახის გადავწყვიტეთ, ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მუდმივი რეზიდენცია გავხადოთ“, -  დაწერა ტრამპმა თავის ტვიტერზე.
ქვეყნის მეთაურმა პალმ ბიჩზე მდებარე რეზიდენციაში ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს დაიდო ბინა, აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი კი იქ ოქტომბერში გადავიდა საცხოვრებლად.
ტრამპის განმარტებით, მას მოუწია ნიუ-იორკის დატოვება, რადგან    პოლიტიკოსები მას „ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ“.
„ველოლიავებოდი ნიუ-იორკსა და ნიუ-იორკელებს და ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის მიუხედავად, რომ ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ვიხდი ქალაქზე, სახელმწიფოსა და გადასახედებზე , ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ როგორც ქალაქის, ასევე შტატის პოლიტიკოსები. ზოგი უარესად მექცეოდა. ვერ ვიტან, რომ იძულებული ვარ, მივიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველასთვის ასე აჯობებს. როგორც პრეზიდენტი, ყოველთვის  ვიქნები ახლოს ნიუ-იორკისა და ქალაქის უმაგრესი ხალხის დასახმარებლად. ნიუ-იორკი ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს გულში“, - დაწერა ტრამპმა.
 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top