"თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია: ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება" - დეკანოზი შალვა კეკელია ილია მეორეს მიმართავს

ეს პერსონა

დეკანოზი შალვა კეკელია საქართველოს პატრიარქს მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია:ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, ამდენი ნათლული, რომლიბიც თქვენი უსაზყვრო სიყვარულით დაიბადნენ,სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალე ის ყველაფერი რაც თქვენ ჩვენ ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად... ეშმაკი ცილის მწამებელია, მას მხოლოდ წილის წამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს... თქვენო უწმიდესობავ მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ... გვიყვარხართ თქვენო უწმიდესობავ" - წერს შალვა კეკელია Facebook-ზე.

 

223
3
3
11
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top