"გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ" - ანა დოლიძე აქციას აანონსებს

ეს პერსონა

პროტესტი აზარტული თამაშების წინააღმდეგ - სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები ერთხმად მოუწოდებენ ხელისუფლებას, აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა სასწრაფოდ შეიზღუდოს.

"პირველი დიდი და სახალხო, ბევრი ორგანიზაციისგან შემდგარი პროტესტი აზარტული თამაშების წინააღმდეგ. ვიცით, რომ აზარტული თამაშები მავნებელია აზიანებს ჯანმრთელობას, ანადგურებს ოჯახებს. მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ შეიზღუდოს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობა," - განაცხადა ანა დოლიძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top