მამაკაცს მარიხუანას შეკვრა ცხვირიდან 18 წლის შემდეგ ამოუღეს

ეს პერსონა

მარიხუანას შეკვრა 48 წლის მამაკაცს ცხვირიდან 18 წლის შემდეგ ამოუღეს. 
British Medical Journal-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, კაცმა ბურთულაში შეხვეული ნარკოტიკი შეყვარებულისგან მიიღო, რომელიც ციხეში მის სანახავად იყო მისული.
ციხის დაცვის ყურადღება რომ არ მეეპყრო, კაცმა მარიხუანას შეკვრა ნესტოში რაც შეიძლება ღრმად  შეჰყო. 18 წლის განმავლობაში შეკვრა რინოლიტად, ანუ ცხვირის ქვად გადაიქცა. ის ყალიბდება ლორწოში კალციუმის ფოსფორმჟავა და ნახშირმჟავა მარილების შეკრებით უცხო სხეულის გარშემო, რომელიც ცხვირის ღრუში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება.
ექიმებმა პაციენტისგან გაარკვიეს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა მუდმივი ინფექციური დაავადებებისგან და ცხვირის მარჯვენა მხარის გაჭედილობით.
 

0
2
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top