ელისაბედ მეორემ ხელი მოაწერა კანონს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ

ეს პერსონა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მიიღო კანონი 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
6 ნოემბერს, არჩევნების ჩატარებამდე, თემთა პალატა უნდა გადადგეს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხონ საარჩევნო კამპანიის ჩატარება. საამისოდ პოლიტიკურ სუბიექტებს 25 დღე ეთმობათ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დიდი ბრიტანეთისა და ევროსაბჭოს შეთანხმების ნაწილია. ევროსაბჭო დასთანხმდა ლონდონს და ბრექსიტის ამოქმედება 2020 წლის 31 იანვრამდე გადაიწია. თავის მხრივ, ბრიტანეთს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად არჩევნების ჩატარება დასჭირდა. ქვეყნის პრემიერ-მინსიტრი, ბორის ჯონსონი და მმართველი კონსერვატიული პარტია ამ გზით შეეცდებიან, თემტა პალატაში უმრავლესობა დაიბრუნონ, რათა ბრექსიტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.
 

Елизавета II подписала закон о проведении 12 декабря досрочных выборов. Путем досрочных выборов британский премьер Борис Джонсон попытается вывести из тупика процесс согласования парламентом сделки с ЕС об условиях Brexit:https://t.co/P46fJ6RduO pic.twitter.com/LphSEOpSei

— ТАСС (@tass_agency) October 31, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top