რუსეთში ინტერნეტზე კონტროლი იზრდება

ეს პერსონა

 1-ლი ნოემბრიდან რუსეთში „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ კანონი ამოქმედდა.
ხელისუფლების განმარტებით, კანონის მიზანია, ინტერნეტის რუსული სეგმენტის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფაა იმ შემთხვევაში, თუკი მას მსოფლიო ქსელიდან  გამორთავენ. ეს გულისხმობს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, რუსეთის მსოფლიო ინტერნეტისგან სრული იზოლირება მოახდინოს.  

კანონი მოითხოვს ინტერნეტ-პროვაიდერებისგან სპეციალური მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც გამოავლენენ  კონტენტისა და ტრაფიკის წყაროს. ფაქტობრივად, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტი, როსკომნადზორი უფრო ეფექტურად დაბლოკავს საიტებს.

კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრემლი ამ გზით ჩინური „ოქროს ფარის“ ანალოგს ქმნის. ექსპერტებისთვის გაუგებარია, რეგულაციებს როგორ გამოიყენებენ, ან როგორ იმოქმედებს კანონი ინტერნეტის გამოწვევებისა და მაღალი ფასის გათვალისწინებით.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top