დელი „გაზის კამერას“ დაემსგავსა - ქალაქში ჰაერის დაბინძურებამ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია

ეს პერსონა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. ის 20-ჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მაქსიმუმს.
უზენაესმა სასამართლომ შეზღუდვები დააწესა ქალაქსა და ორ მეზობელ შტატში.
ქალაქის სკოლებში 5 მილიონი ნიღაბი დარიგდა, მაგრამ არსებული საფრთხის გამო სასწავლო დაწესებულებები სამშაბათამდეა დაკეტილი.
შეჩერებულია მშენებლობები, ასევე აიკრძალა ფოიერვერკების გაშვება. საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზნით ორშაბათიდან იგეგმება რეგულაციების დაწესება.
ქალაქის მთავარმა მინისტრმა არვინდ კეჯრივალმა დელი „გაზის კამერას“ შეადარა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top