„პრემიერს უფრო ღირსეული განცხადება უნდა გაეკეთებინა“ - მეუფე პეტრე პრემიერის გამოხმაურებაზე

ეს პერსონა

„პრემიერს უფრო ღირსეული განცხადება უნდა გაეკეთებინა“,- ამის შესახებ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო გამოსვლებს ჰგავდა.

„ეს იყო 2020-ის არჩევნებისთვის გათვლილი წინასაარჩევნო განცხადება. ვისურვებდი, რომ უფრო წინდახედული ყოფილიყო, დროის გასვლის შემდეგ აღარ შერცხვეს თავის ნათქვამის, ისევე, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს, როდესაც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა ციანიდის საქმით და დღემდე შერცხვენილები არიან“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რაც საპატრიარქოში ხდება მიზანმიმართული შეტევაა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე.

0
2
1
4
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top