პრეზიდენტის შეწყალებებში კორუფციის ნიშნები, შესაძლოა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოიძიოს

ეს პერსონა

"ევროპული საქართველო“ დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საქმე ეხება, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხს და  შესაძლო კორუფციული სქემის შესწავლას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა პირადი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის აღმოჩნდნენ: პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე; დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე; მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

„ კომისიამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები: შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია; რა როლი მიუძღვის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში; არსებობს თუ არა დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან; არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

პარტიამ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც 4 ნოემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top