ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათი რაკეტა ისროლეს

ეს პერსონა

ისრაელის მედიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ რვა რაკეტის განეიტრალება შეძლო. ერთი რაკეტა ქალაქ სდეროთში საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. არაბული ანკლავის მახლობლად ვითარება პირველი ნოემბრის საღამოს დაიძაბა, როდესაც უსაფრთხოების ღობესთან პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს მართავდნენ.

ისრაელის პოლიციასთან შეტაკების შედეგად 96 პალესტინელი დაშავდა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 57 ადამიანს სხეულზე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top