მხოლოდ ობობების მოყვარულთათვის - ოსკაროსანი Spider-Man: Into The Spider-Verse-ის მეორე ნაწილი 2022 წელს გამოვა

ეს პერსონა

ადამიანი-ობობას ფანებო, გიხაროდეთ! როგორც ცნობილი გახდა, 2018 წლის ოსკაროსან ანიმაციურ ფილმს „სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა“ გაგრძელება ექნება.

სიქველი 2022 წლის 8 აპრილს გამოვა.

რა თქმა უნდა, ტვიტერის რეაქციამაც არ დააყოვნა.

„უშუალოდ მე, როცა გავიგე, რომ #SpiderVerse სიქველით ბრუნდება“ ზოგმა მომხმარებელმა სიხარულისგან, ლამის, იყვირა. ზოგს კი ერთი სული აქვს, როდის დაასქრინშოტებს კადრებს ახალი ფილმიდან. ფანების ნაწილი კი უკვე მზადაა კინოთეატრში გასაქცევად.


 
კინოკომპანია Sony-ს ახალი ანიმაციური ფილმი “Spider-Man: Into the Spider-Verse” ეკრანებზე 2018 წლის 4 დეკემბერს გამოვა.
 
ფილმს ექვსი სპაიდერმენი ეყოლება. სიუჟეტის მიხედვით ძველი ადამიანი ობობა, პიტერ პარკერი ახალ სპაიდერ-მენს, მაილს მორალესს წრთვნის. მათ გარდა სუპერგმირ ობობათა ჯგუფში შედიან: სპაიდერვუმენი გვენ სტეისი, პენი პარკერი, სპაიდერმენი-ნუარი და სპაიდერ-გოჭი.  მათი მთავარი მიზანია, ბოროტმოქმედ კინგპინს ხელი სამყაროს განადგურებაში ხელი შეუშალონ.


 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top