ბარსელონაში ჯგუფურ გაუპატიურებაში ბრალდებული 5 პირი, მსხვერპლის „უგონო მდგომარეობის“ გამო, გაამართლეს

ეს პერსონა

ესპანეთში, ბარსელონას სასამართლომ 14 წლის მოზარდი გოგოს ჯგუფური გაუპატიურების ნაწილში ბრალდებული 5 პირი გაამართლა. გადაწყვეტილების მიხედვით, არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური სახის ქმედება გაუპატიურებად ვერ ჩაითვლება, რადგან მსხვერპლს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ესპანური კანონით, სექსუალური თავდასხმა გაუპატიურებად ან გაუპატიურების მცდელობად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუკი დამნაშავემ ძალა გამოიყენა ან მსხვერპლი დააშინა.  იმის გამო, რომ 14 წლის გოგო უგონო მდგომარეობაში იყო, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედება სასამართლომ გაუპატიურებად არ ცნო.
მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების ნაწილში 5 მამაკაცს ბრალი მოეხსნა, ბარსელონას სასამართლომ მათ 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა   ნაკლებად მძიმე ხასიათის სექსუალური ძალადობისთვის. ზოგადად, სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 15-დან 20 წლამდე პატიმრობა.
 აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაახლა საზოგადოებრივი პროტესტი. უკმაყოფილო მოქალაქეები ცდილობენ, აიძულონ ხელისუფლება , მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით, შეთანხმების გარეშე განხორციელებული  ნებისმიერი სექსუალური აქტი  იძულებად ჩაითვლება.
სექსუალური თავდასხმა ქალაქ მანრესაში, ერთ-ერთ წვეულებაზე 2016 წელს მოხდა. საქმის თანახმად, ნაცნობების ჯგუფი ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხანაში ერთობოდა, სადაც მსხვერპლი იღებდა „ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს“, რის გამო უგონო მდგომარეობაში ჩავარდა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top