დეკანოზ მამალაძის შეწყალება ახალი წესის შემუშავებამდე არ იგეგმება

ეს პერსონა

პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელბულ ინფორმაციას, რის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა დეკანოზი მამალაძე 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალოს.

,,ასეთი ,,ფეიკნიუსები" ხალხის  შეცდომაში შეყვანისა  და ამავე დროს, პრეზიდენტზე  ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top