"ვენაცვალე მარჯვენაში, გარდაცვლილი დედა შეაგინა" - რა გახდა მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის მიზეზი

ეს პერსონა

კახეთში, სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის კობა თარაშვილის დაჭრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. თარაშვილის დაჭრის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის, პაატა მაჭარაშვილის ოჯახი ირწმუნება, რომ თარაშვილი დაკავებულის კუთვნილ საწყობში მივიდა და ორი ტომარა ხორბლის უსასყიდლოდ წაღება უნდოდა.

„შეშლილი სახე ჰქონდა, რაღაც შემემთხვაო. მოჰყვა, რომ დაყაჩაღების მიზნით შემომიცვივდნენო. ადამიანი სცემა, დედა შეაგინა. ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმ კაცს მფარველები ჰყავს და უნდოდა ჩემი ქმრისთვის წაერთმია ხორბალი. მივიდნენ სცემეს და შერაცხყოფა მიაყენეს. დღევანდელი ხელისუფლების სახელს იყენებენ.

მთელი სოფელი ფეხზე დადგება, აქციებს დავიწყებთ, გამოუშვან ჩემი ქმარი. მოკვლა რომ სდომოდა მხარში კი არა სხვა ადგილას ესროდა", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

ბრალდებებს უარყოფს სოფელ მირზაანის რწმუნებული აკაკი თარაშვილი.

"ვენაცვალე მარჯვებნაში, გარდაცვლილი დედა შეაგინა" - აცხადებს რწმუნებული.

 შემთხვევა გუშინ სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. ბრალდებული პ.მ. პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.

 

 

0
1
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top