"საპატრიარქოში დატრიალებული ამბები ტესტი აღმოჩნდა ლიბერალებისთვის" - იაგო კაჭკაჭიშვილი

ეს პერსონა

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, საპატრიარქოში განვითარებული მოვლენებზე, იმ ხალხის რეაქციას გამოეხმაურა, ვინც საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებს. facebook გვერდზე კაჭკაჭიშვილი წერს, რომ ლიბერალებმა ვერ გაარკვიეს, რა უნდათ საქართველოს მომავლისთვის: - "საპატრიარქოში დატრიალებული ამბები კარგი ტესტი აღმოჩნდა ლიბერალებისთვის; უფრო სწორად მათთვის, ვინც თავს „ლიბერალს“ უწოდებს:

მამა პეტრეს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ, თითქოს მართლმადიდებლური ეკლესია და ჰომოსექსუალობა თავსებადი იყოს; და თითქოს თავად პატრიარქს არ გაუკეთებია მწვავე განცხდებები ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ;

მეორე მხრივ, ე.წ. მედიალიბერალთა ნაკადი ყურებზე ხელს იფარებს და თვალები უფართოვდებათ, ეს რა სიბინძურეებს ვისმენთ პატრიარქზეო, თითქოს ჰომოსექსუალი კეთროვანი იყოს და არა ჩვეულებრივი ადამიანი;

მესამე მხრივ, „მე მიყვარს ჩემი პატრიარქის“ გამზიარებელი ლიბერალები არ იმჩნევენ, რომ საპატრიარქოს „ავგიას თავლად“ გადაქცევაში ერთ–ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი სწორედ პატრიარქია;

მეოთხე მხრივ, ეკლესიის დესაკრალიზაცია ქვეყნის საბოლოო და საუკუნო დაქცევად ეჩვენებათ, თითქოს არაფერი გაუგიათ სეკულარული სახელმწიფოს შესახებ, რომლის ფარგლებშიც რელიგიური ინსტიტუტები კარგავს უნივერსალურ გავლენას და აბსოლუტურ ღირებულებას.

ჰოდა, ჩამოყალიბდით პატივცემულო ლიბერალებო, რა გინდათ საქართელოს მომავლისთვის – ნდობის უმაღლესი ინსტიტუტი ისევ ეკლესია იყოს? თუ, საჯარო ინსტიტუტები: სასამართლო, პოლიცია, მთავრობა, პარლამენტი და ა.შ.? არ გინდათ „რეფორმაცია“ საქართველოში? ამის გარეშე როგორ შევალთ ევროპაში? ვერ შევალთ, ვერა!" - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top