პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით ოპოზიცია საგამოძებო კომისიის შექმნას ითხოვს

ეს პერსონა

პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" პარლამენტიში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, ოპოზიცია 4 ნოემბერს ბიუროზე დადგენლების პროექტს შეიტანს. 

დადგენილების პროექტში ოპოზიციამ 4 საკითხი აღნიშნა, რომლის ირგვლივაც გამოძიებას ითხოვს:

  • შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია;
  • რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში;
  • არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან;
  • არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები.

ბიუროს სხდომა, 4 ნოემბერს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top