მამა შალვა პეტრე ცაავაზე: მას ადამიანების სულები არ უშენებია, ის ადამიანების სულებს ანგრევდა 

ეს პერსონა

მე მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ეშმაკი თავის იარაღად იყენებს, - ამის შესახებ მამა შალვამ სამების საკათედრო ტაძარში, პეტრე ცაავას განცხადებებზე  და მის გარშემო განვითარებული მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა. მამა შალვას თქმით, ილია მეორემ საკუთარი მოღვაწეობით ხალხი ეკლესიაში მიიყვანა, პეტრე ცაავამ კი - გაიყვანა.

"მე მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც ეშმაკი თავის იარაღად იყენებს. ვისაც ეშმაკი იყენებს, რომ თავისი მიზნები განახორციელოს. ადამიანი ჩანს საქმით - პატრიარქმა თავისი მოღვაწეობით ხალხი ეკლესიაში მოიყვანა, პეტრემ კი თავისი განცხადებებით ადამიანები, ეკლესიიდან გაიყვანა. 

მან (პეტრე ცაავამ) შენობები ააშენა, და დიდი მადლობა ამ ღვაწლისთვის, მაგრამ ადამიანების სულები მას არ უშენებია, ის ადამიანების სულებს ანგრევდა" - განაცხადა მამა შალვამ.

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top