საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ბრალდებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე, მაროკოს სამეფოს 1 მოქალაე და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ტეგები:
0
0
2
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top