სალომე ზურაბიშვილი: პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვას დაესწრო. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა,  ის  წირვაზე პატრიარქისადმი თანადგომის გამოსახატად მივიდა.

„პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიისა, რომელზეც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადი გამოხატულება ამ თანადგომის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top