"მეუფე გრიგოლის წირვაზე არ დავდგებით" - დედაო სოსანე

ეს პერსონა

ჭყონდიდის ეპარქიის დედაოების ნაწილი აცხადებს, რომ ეპარქიის დროებითი მმართველის, მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრებიან.

"დავდგები მსახურებაზე ნებისმიერ მონასტერში, სადაც არ იქნება მეუფე გრიგოლი... ჩვენც გვაქვს მონასტერში ტაძარი და ვისაც განამწესებენ და მამაო ვინც იქნება, ვივლით იქ", — განუცხადა დედა სოსანემ ჟურნალისტებს.

ამ დრომდე ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარება მიმდინარეობს. ისევ უცნობია სად წავა მეუფე პეტრე გადაბარების შემდეგ. ცნობილია, რომ ის არ აპირებს პატრიარქის ბრძანებას დაემორჩილოს და შიომღვიმის მონასტერში წავიდეს მოსანანიებლად.

0
1
2
4
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top