რა ითქვა ბიძინა ივანიშვილისა და ილია მეორის შეხვედრაზე

ეს პერსონა

ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო დროის ხმაურიანი მოვლენები არა მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევაა, არამედ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად უმასპინძლა.

„ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top