რა თქვა პეტრე ცაავას დედამ, როცა შვილის გათავისუფლების ამბავი გაიგო

ეს პერსონა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის დედა იმ განცდებს იხსენებს როცა გაიგო, რომ მეუფრე პეტრე გაათავისუფლეს.

82 წლის ქალის ამბობს, რომ შვილის მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებას მშვიდად შეხვდა, მაგრამ მისმა სიტყვამ ძალიან ააღელვა, წერია ინტერნეტ-პორტალ "რეზონანსში".

"როცა გაათავისუფლეს და გადადგომა თქვეს, თითქოს არაფერი, მერე როცა გამოვიდა, იმ სიტყვამ გამაგიჟა, იმის ახსნა მე არ ვიცოდი, მერე თვითონაც ახსნა და ექიმები მოვიდნენ და წამიკითხეს" - ამბობს პეტრე ცაავას დედა .

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე ცაავა გაათავისუფლეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან, მას ასევე აუკრძალეს მღვდელმსახურება. სინოდის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები სახელდება, რომელიც მღვდელმთავრების და პატრიარქის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებდა, თავად პეტრე ცაავა კი მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრისთვის დაისაჯა და სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

 

წყარო: Resonancedaily
3
5
4
8
7
კომენტარები
ეს პერსონა
Top