დინამო-ტორპედო ანგარიშით 2:1 დასრულდა

ეს პერსონა

ეროვნული ლიგის 33-ე ტური დინამო თბილისისთვის იღბლიანი გამოდგა. დინამო ბათუმის და საბურთალოს მარცხის ფონზე, ფელის ვისენტეს გუნდის მიერ მოპოვებული 3 ქულა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დინამო თბილისმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი მოიპოვა.

პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმი დინამოელთა შეტევებით განახლდა. სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა და მატჩიც დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დინამო თბილისმა ამ მოგებით 66 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. მომდევნო შეხვედრას გუნდი რუსთავში 9 ნოემბერს გამართავს.

 

 

წყარო: Popsport
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top