საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე გახდა

ეს პერსონა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ქარტიის საბჭომ გიორგი მგელაძე აირჩია.

საბჭოში სულ 9 წევრია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობდა 8 მათგანი, რადგან გიორგი მგელაძემ, რომელიც აქამდე ქარტიის საბჭოს წევრი იყო, კონკურსში მონაწილეობისათვის უფლებამოსილება შეიჩერა.

გიორგი მგელაძის გარდა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობდნენ ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასილაია და სალომე ცეცხლაძე.

გიორგი მგელაძე სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტია. იგი აქამდე ქარტიის საბჭოს წევრი იყო.

გიორგი მგელაძე საგამოძიებო ფილმებს აკეთებდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა „60 წუთისთვის“, მოგვიანებით კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფის რეპორტიორი. 2010 წლიდან კი ჟურნალისტურ გამოძიებებს სტუდია “მონიტორისთვის” ამზადებს. საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ევროკავშირისა და ქარტიის პრიზები.

2015 წლიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი იყო.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top