მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომელთან რომანის გამო გაათავისუფლეს

ეს პერსონა

მაკდონალდსის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ისტერბრუკი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზად კომპანიამ თანამშრომელთან რომანი დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ ისტერბრუკი დაქორწინერბული არაა და საქმეში სექსუალური შევიწროების ნიშნები არ გამოვლენილა, მან დაარღვია მაკდონალდსის კორპორატიული წესები, რომელიც კრძალავს თანამშრომელთან ურთიერთობას.
მაკდონალდსის თანამშრომლებთან გაგზავნილ წერილში ისტერბრუკი საკუთარ საქციელს შეცდომას უწოდებს.
მის მაგივრად კომპანიას კრის კემპჩინსკი უხელმძღვანელებს. ისტერბრუკის თქმით, შემცვლელი „იდეალურია მისი პოზიციის დასაკავებლად“.
ისტერბრუკი მაკდონალდს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა, რა დროსაც  კომპანიის აქციები ორჯერ გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში სწრაფი კვების ობიექტების განახლება და მომსახურების გაუმჯობესება მოხდა.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top