ივანიშვილი: ისე დახელოვნდნენ ოპონენტები, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები

ეს პერსონა

ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გამოცემა  Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში დაგეგმილ პროექტებზე კომენტირებისას განაცხადა. ივანიშვილმა გამოცემასთან რამდენიმე პროექტის შესახებ, მათ შორის, წყალტუბოს, აბასთუმნის და თბილისი პანორამას შესახებ ისაუბრა. 

"ნამდვილად არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, როცა წინასწარ მიწევს სამომავლო პროექტებზე საუბარი. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია და ამ პრინციპს მივდევდი ყოველთვის, მაგრამ ცხოვრებამ აქაც თავისი კორექტივა შეიტანა. ისე დახელოვნდნენ ოპონენტები თეთრის შავად, სიკეთის ბოროტებად, შენების ნგრევად წარმოჩენაში, რომ მიწევს წინასწარ დავაანონსო გარკვეული პროექტები, მათ შორის წყალტუბოც, რათა საზოგადოებამდე თავიდანვე სწორი და პირუთვნელი ინფორმაცია მივიდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top