"საგანგებო ბრიფინგით გამცნობთ კონტრზომების შესახებ" - დიმიტრი ლორთქიფანიძე

ეს პერსონა

საქართველოს კინოთეატრებში ახალი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრეზენტაციის შესახებ, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე წერს. ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ ფილმი საქართველოს მოსახლეობის  "ფასეულობების მსხვრევას" ემსახურება.  ის  საგანგებო ბრიფინგს აანონსებს, სადაც ცნობილი გახდება თუ რა აქტივობები განხორციელდება ფილმის წინააღმდეგ. 

"მეგობრებო, არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მიმაჩნია რომ საკრალიზებული ქართული ფოლკლორი არამც და არამც არ უნდა გამხდარიყო ვინმესთვის შთაგონების წყარო, მის წიაღში მამათმავლობის ბილწი ცოდვით დაცემული პერსონაჟები ეძებნა, ამაზე აეგო სცენარი და "დახვეწილი" დრამატურგიული პასაჟებით შეეთავაზებინა მთელი მსოფლიოსთვის სურათი, რომლის დაკვეთილი სიუჟეტი ემსახურება ფასეულობების მსხვრევას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და განსაკუთრებით მისი მომავალი თაობების თვალში, არამედ საქართველოზე და მის თვითმყოფადობაზე შეყვარებული მილიონობით უცხოელი გულშემატკივრის თვალშიც!
ლევან აკინის ფილმი" და ჩვენ ვიცეკვეთ" , რეჟისორისვე განმარტებით არის 17 მაისის ინსპირაცია, ანუ რევანშის მცდელობა იმ გადაფარვისთვის, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო გარედან თავს მოხვეული ე.წ. "ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისოდ აღიარებული" დღე და ის ჩაანაცვლა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ, სილა გააწნა რა იმ "დასავლური დემოკრატიის" ინსტალატორებს, ვისთვისაც საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებებიც კი სიძულვილის ენის კულტივაციასთან არის გაიგივებული( იხილეთ "რასიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში" ევროკომისიის 2015 წლის 6 მარტის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).
როგორც ჩანს, შვედეთიდან მხოლოდ "ენდიაის" კვლევებს არ აფინანსებენ და ახლა ნახეს გზა, კულტურული ინტერვენციის გზით შემოეთავაზებინათ მამათმავლობის აპოლოგია -გეი დრამა. როგორც თავად რეჟისორი ლევან აკინი აცხადებს, ეს არის თურმე გზა ქართული საზოგადოების დემოკრატიზაციისკენ და რასაც საქართველოში გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება.. რომ ეს არის დასაძლევი , რადგან ჩვენ , ქართველებს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი მთავარი დონორი არის ევროკავშირი და შესაბამისად გვქონია თურმე ვალდებულებაც "საშინაო დავალებების" შესრულების( 2019 წლის 17 მაისის ინტერვიუ გოგი გახარიასთან)..
ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო!
ვგონებ, საკმარისი საფუძველი გვაქვს, წლების წინ კეთილად დაწყებული საქმე გავაგრძელოთ და წინ აღვუდგეთ ახალ შემოტევას, რომელსაც წინასწარი ორგანიზებით, მზაკვრულად გეგმავენ ადეპტები. 8 ნოემბერიდან, პარასკევიდან,თბილისის ყველა კინოთეატრში სამი დღის მანძილზე , დღეში ორ-ორი სეანსით აპირებენ ამ სამარცხვინო სურათის გაშვებას, რაზეც თადარიგი დიდი ხნით ადრე ჰქონიათ დაჭერილი!
ხვალ, 5 ნოემბერს, საგანგებო ბრიფინგით გამცნობთ კონტრზომების შესახებ, რომლითაც განვახორციელებთ საპროტესტო აქტს! ( გთხოვთ გაავრცელოთ)" - წერს ლორთქიფანიძე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top