ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

ეს პერსონა

ერაყის ქალაქ ქარბალაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. შენობასთან უკმაყოფილო ერაყელები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი ითხოვდნენ , რომ ირანი აღარ ჩაერიოს ერაყის შიდა საქმეებში, რა დროს გამომსვლელები საკონსულოს კედლებზე ასვლა დაიწყეს.
იტყობინებიან, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, მაგრამ სხვა წყაროები იუწყებიან, რომ საქმეში უცნობი შეიარაღებული კაცი ფიგურირებს.
ირანისადმი უკმაყოფილება გამოიწვია თეირანის მხარდაჭერამ ერაყის ხელისუფლების მიმართ.
საქმე ისაა, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება . გამომსვლელები აპროტესტებენ ქვეყანაში მოდებულ კორუფციას, მაღალ უმუშევრობასა და სუსტ საჯარო სამსახურებს. თავის მხრივ ქვეყნის პრემიერ-მნინისტრი ადელ აბდულ მაჰდი მოუწოდებს დემონსტრანტებს, გაათავისუფლონ გზები და დაეხმარონ ქვეყანაში ნორმალური სიტუაციის არდგენას.
 
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top