ლიეტუვაში გია უდესიანის მიმართ გამოძიება დაიწყო - გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი

ეს პერსონა

გია უდესიანის მიმართ გამოძიება ლიეტუვაშიც მიმდინარეობს. საქმე ეხება უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებულ ეპიზოდს. გავრცელებული ინფორმაციით, ვილნიუსის საგამოძიებო უწყება სწავლობს ერთ მილიონ ევროზე მეტი დაუსაბუთებელი უძრავი ქონების წარმომავლობას. 

ვილნიუსში მდებარე გია უდესიანის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ლიეტუვის პოლიციამ ჩხრეკაც ჩაატარა. 

ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გია უდესიანს საქართველოს პროკურატურამ ახალი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უდესიანი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. 

 


 

0
0
1
1
5
კომენტარები
ეს პერსონა
Top