ინდოეთში ქალს საკვერცხიდან 18.1-კილოგრამიანი კისტა ამოუღეს

ეს პერსონა

ინდოელმა ექიმებმა 38 წლის ქალის საკვერცხიდან 18,1-კილოგრამიანი წარმონაქმნი ამოუღეს. 
შესაძლოა, წარმონაქმნი გამსკდარიყო, რადგან ის მუცლის ღრუს 95%-ს იკავებდა. ის უზარმზარ გოგრას ჰგავს, რომლის გარშემოწერილობა 106 სანტიმეტრს აღწევს.
კალამს ცისტადენომას დიაგნოზი დაუსვეს - ესაა არასიმსივნური ბუშტისებური წარმონაქმნი, რომელიც სავსეა ლორწოვანი სითხით.
პაციენტის ერთ-ერთი ექიმის, არპიტა ჯაისვალ სინგამის თქმით, „ეს ყველაზე დიდი ქისტაა“, რისი ამოღებაც მოუწია.

ოპერაციის შემდეგ ქალმა 56.6 კილოდან 37 კილოგრამდე დაიკლო.
კავიტა კალამი რამდენიმე თვის განმავლობაში მუცლის ტკივილებისგან იტანჯებოდა. ბოლოს ქალს სუნთქვის პრობლემებიც დაემატა.  გაუსაძლისი ტკივილების გამო თანასოფლელებმა 55 დოლარი შეუგროვეს ექიმთან წასასვლელად.
 
 

 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top