4-დღიანმა სამუშაო გრაფიკმა თანამშრომელთა პროდუქტიულობა 40%-ით გაზარდა - Microsoft Japan-ის ექსპერიმენტი

ეს პერსონა

Microsoft-ის იაპონურმა ოფისმა ექსპერიმენტის სახით 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა, რაც დადებითად აისახა მის საქმიანობაზე.
კომპანიამ თავის 2300 თანამშრომელს პარასკევს დამატებითი დასვენების დღე მისცა, თუმცა ამავდროულად ხელფასი არ შეუმცირა.
ექსპერიმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდა.  2018 წლის აგვისტოსთან შედარებით  თანამშრომელთა პროდუქტიულობა თითქმის 40%-ით გაიზარდა. ფირმამ 23.1%-ით ნაკლები დახარჯა ელექტროენერგიაზე, ხოლო ქაღალდზე - 58.7%-ით ნაკლები.
თანამშრომელთა 92.1%-მა განაცხადა, რომ 4-დღიანი სამუშაო გრაფიკი მათზე დადებითად აისახა.
Microsoft-ის იაპონური ოფისი აპირებს, ექსპერიმენტი ზამთარში გაიმეოროს.
იაპონია ცნობილია, როგორც ქვეყანა , სადაც ხალხს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამუშაო გრაფიკი აქვს. 2016 წლის მონაცემებით, იაპონური კომპანიების მეოთხედი მოითხოვს თანამშრომლებისგან, თვეში 80 საათზე მეტხანს იმუშავონ. გარდა ამისა, იაპონურ კულტურაში დამკვიდრებულია ტერმინი „კაროში“, რაც ნიშნავს „ზედმეტი სამუშაოსგან სიკვდილს“.
 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top