თავდასხმა ტანკერზე - ტოგოში ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ეს პერსონა

ტოგოში ლომეს პორტში, საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.  თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან 4 მეზღვაური გაიტაცეს. 

„ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება, შედგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად.

უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, - ნათქვამია  საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს განცხადებაში.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top