სალომე ზურაბიშვილი საუდის არაბეთის პრინცის შვილის, ჰალლა ბინთ ხალიდის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო

ეს პერსონა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საუდის არაბეთის პრინცის შვილის, ჰალლა ბინთ ხალიდის პერსონალური გამოფენის Tasleemah გახსნას დაესწრო.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის, რომ მხატვრმა  საზღვარგარეთ თავისი  პირველი გამოფენისათვის თბილისი შეარჩია, ნიშნავს, რომ ჩვენი დედაქალაქი იბრუნებს თავის როლსა და ადგილს. 

 "ამ მხატვარი ქალის ცხოვრების გზა ძალიან საინტერესოა.  მან დაიწყო მატვრობით, მაგრამ შემდგომი 20 წელი ვეღარ ხატავდა, ამის თავისუფლება არ ეძლეოდა. მან დაიბრუნა თავისუფლება და დღეს დიდი მხატვარი და თავისუფალი ქალია, რომელიც თავისუფალ ბავშვებს ზრდის, რაც ჩვენთვის დიდი მაგალითია და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს თავისუფალი ქალი ირჩევს თავისუფალ საქართველოს", - აღნიშნა სალომე ზურბიშვილმა. 

 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top