თიკა ჯამბურია: შეყვარებულმა ია ტომაშის გამო მიმატოვა

ეს პერსონა

თიკა ჯამბურია შეყვარებულმა ია ტომაშის გამო მიატოვა. ჯამბურიამ კი ინფორმაციის გაგემის შემდეგ ტომაშის საცხოვრებელი ბინის სადარბაზოს კედლებზე საღებავით შეურაცხმყოფელი ფრაზები დაწერა. აღნიშნულზე მომღერალმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში ისაუბრა. თემაზე საუბრის ბოლოს კი ჯამბურიამ ტომაშს ჩადელი საქციელის გამო მოუბოდიშა.

"ერთადერთხელ მომინდა ცხოვრებაში ვიღაცისთვის ცუდზე ცუდად მეპასუხა. წავედით ღამე, ვიყიდე საღებავები და დავწერე მის სადარბაზოში აქ ცხოვრობს ესეთი და ესეთი ადამიანი. არცერთს არ უთქვამს, რომ ეს იყო ტყუილი და ამ დრომდე ეს საქციელი არცერთს არ მოუნანიებია ჩემთან. ერთხელ მაინც გულწრფელად მოსულიყო ჩემთან და პატიება ეთხოვა. ან ამ ამბის შემდეგ არ გამოვეყვანე გიჟი. მახსოვს, რომ ძალიან მატკინეს გული და ეს იყო ჩემში ბომბის აფეთქება.

მინდა იას და მის ოჯახს ბოდიში მოვუხადო ჩემი ბავშვური საქციელის გამო, რაც გავაკეთე. ეს იყო აფექტური მდგომარეობა. მინდოდა მათაც ეგრძნოთ ტკივილი" - თქვა ჯამბურიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top