10 წლის წინ ნაყიდი McDonald`s ჰამბურგერი და კარტოფილი ფრი საერთოდ არ შეცვლილა?!

ეს პერსონა

2009 წელს, როდესაც McDonald`s-ის ყველა რესტორანი ისლანდიაში დაიხაურა, მამაკაცმა გადაწყვიტა ექსპერიმენტისთვის ჩისბურგერი და კარტოფილი ფრი ეყიდა და შეენახა. ექსპერიმენტმა თავად იდეის ავტორიც კი გააოცა.

"მე მსმენია რომ McDonald's -ის პროდუქცია არ ლპება, ამიტომაც გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა სიმართლეა ეს თუ არა." - ამბობს ისლანდიელი ხიორტურ სმარასონი. 

მიუხედავად იმისა, რომ ყიდვიდან ათი წელი გავიდა, საკვებმა ფორმა და ფერი თითქმის არ შეიცვალა.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისლანდიის მკაცრი კლიმატი შესაძლოა ერთგვარი, "შემნახველი" ფუნქციის მატარებელია, რომელიც მის დაძველებას აფერხებს. აღნიშნული პროდუქტები, ერთგვარი ექსპონატიც კი გახდა, მას შემდეგ რაც იდეის ავტორმა ის ეროვნულ მუზეუმში განათავსა და ახლა Snotra House-ის შუშის კარადაში ინახება.

საინტერესოა, რომ ამ ჩანაფიქრის თავდაპირველი იდეა იყო, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ ადამიანები უნდა დაფიქრდნენ იმაზე თუ, რას ჭამენ. თუმცა, არსებული ექსპერტიმენტი მომგებიანიც აღმოჩნდა. "ექსპონატებს" ყოველდღიურად 400 ათას აათსამდე ადამიანი ნახულობს, როგორც ვებ-საიტზე ისე, ტურისტული ვიზიტებისას. 

ასევე, მიმდინარეობს 24 საათიანი ლაივ სტრიმინგი, სადაც ნებისმიერს შეუძლია, პროდუქტების დანახვა სახლიდან გაუსვლელად.

წყარო: Live Streaming
0
0
2
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top